ტონალი „ნიუკასლს“ შეურთდა

0
70

„ნიუკასლმა“ „მილანიდან“ სანდრო ტონალის შეძენა დაადასტურა. 23 წლის ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ტონალის სანაცვლოდ „მილანმა“ 70 მილიონი ევრო მიიღო. იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „როსონერიში“ 2020 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 130 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
უშუალოდ, 2022-2023 წლების სეზონს რაც შეეხება, მან 48 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
სხვათა შორის, მან მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატშიც ითამაშა, მაგრამ იტალია ჯგუფიდან ვერ გავიდა.