საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დააკრგა. თუ ევროპის ცემპიონატის ნახევარფინალში ინგლისი პორტუგალიას დაამარცხებდა, ხოლო საფრანგეთი – უკრაინას, მაშინ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 7 ივლისს რუმინეთში ოლიმპიადის საგზურისთვის უკრაინელებთან იპაექრებდა.
ინგლისმა ქუთაისში პორტუგალიელებს 1:0 სძლია, ხოლო საფრანგეთი მოულოდნელად კლუჟში უკრაინასთან 1:3 დამარცხდა მატჩში, რომელსაც 1:0 იგებდა. აქედან გამომდინარე, ოლიმპიადაზე უკრაინელები ითამაშებენ.
ევროპის პირველობის ნახევარფინალის შეხვედრები 5 ივლისს გაიმართება – ბათუმში ინგლისი ისრაელს დაუპირისპირდება, ბუქარესტში კი ესპანეთი უკრაინას შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი 8 ივლისს ბათუმში შედგება.
ლაშა თაბაგარი



