თბილისის „საბურთალომ“ ნახევარმცველ ლაშა პარუნაშვილთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
პარუნაშვილი „საბურთალოში“ შარშან დაბრუნდა და 8 მატჩი ჩაატარა, რომელშიც გოლი არ გაუტანია, მან წელსაც ამდენი შეხვედრა ითამაშა და თავი არ გამოუჩენია.
ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და თავის დროზე საქართველოში რუსთავის „მეტალურგში“, თბილისის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“, ასევე „ცხილნვალში“ გამოდიოდა.
2016 წლიდან პარუნაშვილი დანიის „ესბიერგში“ თამაშობდა, სადაც 6 სეზონი გაატარა.
ცნობისთვის, მიმდინარე ზაფხულში პარუნაშვილამდე, ომარ თეთრაძის გაწვრთნილი გუნდი ნახევარმცველმა ბექა დარცმელიამ და ფორვარდმა გურამ გოშთელიანმა დატოვეს.





