გიორგი გაგუა: “შედეგს სწორი ტაქტიკით მივაღწიეთ”

0
130

საქართველოს ნაკრების ფორვარდს გიორგი გაგუას, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში პორტუგალიასთან (2:0) ანგარიში გახსნა, მიაჩნია, რომ წარმატებას მწვრთნელების სწორი ტაქტიკით და თამაშის დაგეგმვით მიაღწიეს.
გიორგი გაგუა: “მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ვიცოდით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა მეტოქისთვის. მწვრთნელების სწორი ტაქტიკით და თამაშის დაგეგმვით, მივაღწიეთ სასურველ შედეგს. მადლობა ბიჭებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. ახლა კი, უნდა დავივიწყოთ დღევანდელი შეხვედრა და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.  გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გუნდურობამ და ერთიანობამ. დიდი ხანია ერთად მოვდივართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელობაა.