ერთა ლიგის რიგით მესამე გათამაშების გამარჯვებული ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა. ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სტადიონ „დე კუოზე“ გამართულ ფინალი ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილებმა ზლატკო დალიჩის ხორვატიას აჯობეს.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ესპანელებმა 5:4 გიმარჯვეს. „ფურია როხადან“ თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხოსელუმ, როდრიმ, მიკელ მერინომ, მარკო ასენსიომ და დანი კარვახალმა შეასრულეს, ხოლო თავისი შანსი ლაპორტმა ვერ გამოიყენა.
ხორვატებიდან პენალტი ვლაშიჩმა, ბროზოვოჩმა, მოდრიჩმა და პერიშიჩმა გაიტანაეს, მაიერის და პეტკოვიჩის დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა.
ესპანეთმა ერთა ლიგა პირველად მოიგო, ხოლო 2012 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, პირველ ტიტულს დაეუფლა.
ნავასი ერთაადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში, ევროპის ჩემპიონატში და ერთა ლიგაში გაიმარჯვა.
უნაი სიმონი პენლტების სერიაში მოგერიებათა რაოდენობით (6) ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა და იკერ კასილასის (5) მიღწევა გააუმჯობესა.
ერთა ლიგაში მესამე ადგილი რობერტო მანჩინის იტალიამ დაიკავა, რომელმაც ენსხედეში ნიდერლანდებს 3:2 აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.
პენალტების სერია: 1:0 ვლაშიჩი, 1:1 ხოსელუ, 2:1 ბროზოვიჩი, 2:2 როდრი, 3:2 მოდრიჩი, 3:3 მერინო, 3:3 მაიერი (მეკარე), 3:4 ასენსიო, 4:4 პერიშიჩი, 4:4 ლაპორტი (ძელი), 4:4 პეტკოვიჩი (მეკარე), 4:5 კარვახალი
ლაშა თაბაგარი





