ზურიკო დავითაშვილი: “იმედია შოტლანდიიდანაც გამარჯვებული დავბრუნდებით”

0
35

ევრო 2024-ი შესარჩევ ციკლში სტუმრად კვიპროსთან 22:1 მოგებულ მატჩში გადამყვეტი გოლის ავტორს ზურიკო დავითაშვილს ეიმედება, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიიდანაც გამარჯვებული დაბრუნდება.
ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): 
“ძალიან რთული თამაში გამოვიდა, ყველამ ვნახეთ, რომ კვიპროსი კარგი გუნდია. დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს დავეხმარე და გავიმარჯვეთ. შოტლანდიასთან მატჩის წინ ეს მნიშვნელოვანი შედეგია ყველასთვის. იმედია შოტლანდიიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდებით სამშობლოში”.