გიორგი მიქაუტაძე: “შოტლანდიაშიც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ”

0
195

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამხმელ გიორგი მიქაუტაძისს თქმით, რომელმაც ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლსი სტუმრად კვიპროსთან 2:1 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა, შოტლანდიაშიც სასურველი შედეგისთვი იბრძოლებენ.
გიორგი მიქაუტაძე: “ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს  რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა”.