საზონოვმა „დინამოში“ პირველად გაიტანა

0
79

საბა საზონოვმა მოსკოვის „დინამოში“ გამოსვლის პერიოდში რუსეთის პრემიერლიგასი თავისი პირველი გოლი გაიტანა.
29-ე ტურში მოსკოვურ დერბიში „დინამო“ თავის მოედანზე „ლოკომოტივთან“ 2:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, როდესაც კუთხურის გათამაშების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება – 1:1.
„დინამოს“ განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე.
დინამოელებს 45 ქულა აქვთ და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.

ლაშა თაბაგარი