დვალმა აპოელს ქულა გადაურჩინა – გოლი კერძევაძეს მიუძღვნა

0
31

ლაშა დვალმა, რომელიც აპოელში სადებიუტო სეზონს ატარებს, კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
ჩემპიონობოსთვის მებრძოლი აპოელი, სადაც დვალის გარდა, კიდევ საქართველოს ნაკრების ფროვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდისნ, სტუმრად „პაფოსს“ დაუზავდა – 1:1.
მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს, ხოლო შეუცვლელად მოთამაშე საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა საპასუხო ბურთი 29-ე წუთზე გაიტანა – სტანდარტულის შესრულების შემდეგ ბურთი კარში თავით გადაგზავნა. დვალმა გოლი 27 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელ ილია კერძევაძეს (“ბაჯბაჯა”) მიუძღვნა.
სტუმრებს 90 წუთის განმავლობაში ქვილითაიამ უკაპიტნა, დაუშვილს კი, ისევ თადარიგში ყოფნა აკმარეს. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სეზონის ბოლოს მას დიდი ალბათობით გაუშვებენ.
აპოელმა ზედიზედ 7 მატჩი (6 ფრე და 1 წაგება) ვერ მოიგო და 64 ქულა აქვს – ლიდერ ლიმასოლის „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება.

ლაშა თაბაგარი