ტუხელი: „სრული თავდადება გვჭირდება“

0
37

ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშში გაუწიოს. გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დღეს მანჩესტერში გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მატჩის წინ ვეცდები დასაძინებლად ადრე დავწვე, რადგან მომხადებისთვის საუკეთესო საშუალება ძილია. ზოგჯერ ამის გაკეთებაც ძნელია. სასიამოვნო მღელვარებას განვიცდით და იმედია, ეს ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. ეს დიდი გამოწვევა და ტესტია, რომლის გავლაც გვსურს.
„მანჩესტერ სიტი“ როგორც თამაშობ სავსებით ნათელია. სჩანს კლუბში გატარებული 6-7 წლის მანძილზე პეპ „სიტის“ თამაშზე როგორ გავლენას ახდენს. მეტოქე ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობს და კარგ ფორმაშია. ვეცდებით „სიტის“ კონკურენცია როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშში გავუწიოთ. ჩვენ სრული თავდადება გვჭირდება“ – იუწყება უეფას ვებგვერდი გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნს“ სათამაშოდ პირველად გაიყვანს.