„ლესტერს“ სეზონის ბოლომდე დინ სმიტი გაწვრთნის

0
66

„ლესტერს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დინ სმიტი გაწვრთნის, რომელმაც 2 აპრილს დათხოვილი ბრენდან როჯერსი შეცვალა. ახალი თავკაცის შტაბში ინგლისის ეროვნული ნაკრების და „ჩელსის“ ექსკაპიტანი ჯონ ტერი, ასევე კრეიგ შექსპირი შევლენ.
52 წლის სმიტი ბოლოს „ნორვიჩს“ წვრთნიდა – 2021-2022 წლების სეზონში. ინგლისელი სპეციალისტი აგრეთვე კარიერის მანძილზე „ბრენტფორდს“ და „ასტონ ვილას“ ავარჯიებდა,
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ „ლესტერი“ 25 ქულით 20 გუნდში მე-19 ადგილზეა.