“თელავმა” სლოვენიელი დაიმატა და სამი მოთამაშე დაითხოვა

0
29

“თელავმა” 24 წლის სლოვენიელი მცველი მატია რომი დაიმატა. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“მატია რომი – დაიბადა: 1998 წლის 1 ნოემბერს; სიმაღლე: 184 სმ; წონა: 82 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “შიბენიკი” (ხორვატია).
რომის კარიერა სლოვენიურ კლუბ “დომჟალეში” 2016 წელს დაიწყო, სადაც ოთხი წელი დაჰყო, 2020 წელს ხორვატიაში, “ინტერ ზაპრეშიჩში” გადაბარგდა, 2021 წლიდან უკრაინულ კოვალიოვკას “კოლოსში” სეზონნახევარი ითამაშა, ბოლოს კი ხორვატიულ “შიბენიკში” ამოჰყო თავი.
სლოვენიის ყველა (17, 19, 21) ასაკობრივი ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 2016/2017 წლების სეზონში, “დომჟალეს” შემადგენლობაში თავისი ქვეყნის თასი აქვს მოგებული. ის “თელავში” 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს”.
სლოვენიელის დამატების პარალელურად. სომეხი ვარდან მინასიანის გაწვთნილი გუნდიდან 24 წლის თავდამსხმელი დავით მუჯირი, 25 წლის მცველს მორის ნუსუევი და 26 წლის ნახევარმცველი ნიკა ქორიძე გაუშვეს.