ავსტრალიურმა კლუბმა დარცმელია გაუშვა

0
33

ბექა დარცმელია ავსტრალიურ „ნიუკასლ ჯეთსში“ აღარ ითამაშებს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
დარცმელია „ნიუკასლ ჯეთსში“, სადაც ბექა მიქელთაძე მეორე სეზონს ატარებს, გასული წლის აგვისტოში გადავიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
23 წლის ფეხბურთელი ავსტრალიაი კარიერი გაგრძელებამდე, საქართველოსი თბილისის „დინამოში“ და „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.