„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ისევ გასავარდნ ზონას მიუახლოვდა.
27-ე ტურში „ვალენსიამ“ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და ქულა გადაარჩინა. სტუმრების მე-9 წუთზე სანტი კომესანიამ დააწინაურა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ახლოს მიიღო და ზუსტად დაარტყა – 0:1. ამ ეპიზოდში კარიდან გამოსი საქართველოს ნაკრების მეკარე ბურთს შეეხო, მაგრამ „ღამურები“ გოლისგან ვერ იხსნა.
ტაიმის შუაწელში ანგარიშის გათანაბრება ჯასტინ კლუივერტს შეეძლო, რომელმაც მარცხენა ფრთიდან ხოსე გაიას ჩაწოდების შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა.
მეორე ტაიმში საპასუხო გოლის გატანის შანსი სამუ კასტილეხოს ჰქონდა, რომლის სახიფათოდ დარტყმული სტუმართა მეკარემ მოიგერია.
82-ე წუთზე სამუელ ლინოს თავურის შემდეგ, ბალიუმ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. კლუივერტმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1.
მატჩის მიწურულს სალვი სანჩესის დარტყმის მერე მამარდავილმა, რომელსაც თავისი მცველი დიაჰაბი ეფარებოდა, ახალო კუთხეში წასული „ბურთი“ გამოაძრო.
„ვალენსიას“ 27 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი





