
„ესპანიოლის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდაბ დიეგო მარტინესი დაიხოვეს. 42 წლის ესპანელ სპეციალისტს კარისკენ ლა ლიგის 27-ე ტურში სტუმრად „ჟირონასთან“ 1:2 წაგების შემდეგ მიუთითეს. ის ბარსელონელებს 2022 წლის მაისიდან ავარჯიშებდა.
„ესპანიოლის“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტინესის გაშვების მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგია და ასეთი ნაბიჯი ლიგაში ადგილის შენარჩუნების მიზნით გადადგეს.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლუის გარსია დანიშნეს. „ესპანიოლი“ 27 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
“ესპანიოლის” მსგავსად მთავარ მწვრთნელს “ვალიადოლიდიც” შეელია. ხოსე როხო მარტინი, რომელსაც ფართო საზოგადოება პაჩეტას სახელით იცნობს, გასულ ტურში “რეალთან” 0:6 წაგების მერე გაუშვეს. იგი “ვალიადოლიდს” 2021 წლიდან წვრთნიდა. ვალიდოლიდელები 28 ქულით მე-16 ადგილზე არიან.




