ზივზივაძეს ისევ მცირე სათამაშო დროს მისცეს

0
52

ბუდუ ზივზივაძე ჯერჯერობით „კარლსრუეს“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარსლრუემ“ ბრაუნშვაიგის „აინტრახტი“ მიიღო და მხოლოდ ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, როდესც მატჩში ორივე გოლი გასული იყო.
სტუმრები მე-3 წუთზე ლაუბერბახმა დააწინაურა, ხოლო იენსენმა საპასხუო ბურთი 68-ე წუთზე გაიტანა.
69-ე წუთზე „აინტრახტს“ ბოსნიელი მეკარე ფეიზიცი ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გაუძევეს, მაგრამ მასპინძლებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს.
„კარლსრუე“ 35 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.