კლოპი: “შეუძლებელია “სანტიაგო ბერნაბეუზე” რამის იმედი გქონდეს”

0
34

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის თქმით, შეუძლებელია “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩახვიდე და რაღაცის იმედი გქონდეს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად მადრიდის “რეალთან” 0:1 წაგების მერე განაცხადა. ლივერპულელებმა პირველი თამაში შინ 2:5 წააგეს.
“თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გინდა, მაშინ პირველი თამაშის ანგარიში 2:5 ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი შედეგი არაა. ასეთ დროს განსაკუთრებული თამაში უნდა აჩვენო, რაც ვერ მოვახერხეთ. “რეალმა” უკეთესი საგოლე მომენტები შექმნა და ალისონმა ორჯერ ბურთი საუცხოოდ მოიგერია. უნდა ვაღიაროთ, რომ შემდეგ ეტაპზე ის გავიდა, ვინც უნდა გასულიყო. პლეი-ოფი ასეთია – საქმე ის არაა ჩვენ რა გვინდა, არამედ, ის რას ვიღებთ.
ასეთ მატჩებში საგოლე მომენტები უნდა შექმნა. პირველ ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა, საჭირო იმპულსს მივიღებდით, მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაა. “რეალი” ოტხიდან სამ ტაიმში ჩვენზე უკეთესი იყო – შემდეგ ეტაპზე გასვლას სწორედ ასე იმსახურებ. სახლში მატჩი ფრედ რომ დაგვესრულებინა და დღეს იმავე თამაში გვეჩვენებინა, ალბათ, მაინც გავვარდებოდით. შეუძლებელია ამ სტადიონზე ჩამოხვიდე და რამის იმედი გქონდეს. განსაკუთრებული თამაშის ჩასატარებლად ვემზადებოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-თან.