ვენესუელას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
16

ვენესუელას ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაკრები არგენტინელ ფერნანდო ბატისტას ანდეს, რომელმაც კონტრაქტი სამწელიწადნახევრით გააფორმა – მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე.
მან თანამემამულ ხოსე პეკერმანი შეცვალა, რომელიც გუნდს 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა და 10 მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. 52 წლის ბატისტა მანამდე პეკერმანის თანაშემწე იყო და ასევე, 21-წლამდელთა ნაკრებს უძღვებოდა.
ცნობისთვის, ვენესუელა სამხრეთ ამერიკის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ უთამაშია.