მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.
„რა თქმა უნდა, ხვიჩამ თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა. პირველ ყოვლისა, არის კონკრეტული შედეგი – გატანილი გოლების რაოდენობა და შედეგიანი გადაცემები. მეორეც – გუნდის მიერ სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილი. „ნაპოლი“ უდავო ლიდერია.
ჩვენ ყოველ მატჩში ხვიჩას შედეგიან მოქმედებას ვხედავთ – ნიჭიერს და აარჩვეულებრივს. ალბათ, სწორედ ამიტომ აღიარეს. ხვიჩა თამაშიდან თამაშამდე უკეთესად და უკეთესად გამოიყურება. მირანჩუკი? ალექსეის უფრო სხვა გუნდი ჰყავს, რომელიც ჩემი აზრით დონით გაცილებით უფრო დაბალია. ამიტომ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კანონზომიერია“ – იუწყება სიომინის ნათქვამს Sport24.
კვარაცხელია თებერვლის თვეში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახე სერია A-ს ოფიციალური გვერდი იუწყება. 22 წლის ქართველმა serieapotm.easports.com-ის ტრადიციულ გამოკითხვაში კვარაცხელიამ გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გასულ თვეში “ნაპოლის” შემადგენლობაში იტალისი ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
მან რუსე ალექსეი მირანჩუკს (“ტორინო”), ნიგერიელ ვიქტორ ოსიმენს (“ნაპოლი”), არგენტინელ ანხელ დი მარიას (“იუვენტუსი”) და იტალიელ ფედერიკო ბაშიროტოს (“ლეჩე”) აჯობა.
კვარაცხელია, რომელიც “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონს ატარებს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარეს. პირველად ეს საპატიო ტიტული მან შარშან აგვისტოში მიიღო. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მსგავს წარნატებას მიაღწია.




