სამგურალმა” ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის მცველი მეხრუბონ ქარიმოვი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ქარიმოვი ტაჯიკეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება. უთამაშია ტაჯიკეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ახლა ახალგაზრდულთან ერთად ეროვნულ გუნდშიც ასპარეზობს, სადაც უკვე 3 მატჩი ჩაატარა.
მისი კარიერა სამშობლოში დუშანბეს “დინამოში” დაიწყო, ბოლოს კი მოლდოვურ “დინამო აუტოში” თამაშობდა.
ასევე, ,,სამგურალმა” ფრანგული ,,ამიენიდან” იჯარით ჩარბელ გომესი დაიმატა. 22 წლის ბენინელი ლეგიონერი ამპლუით მარცხენა ვინგერია. 2019 წლამდე იგი სამშობლოში თამაშობდა, შემდეგ საფრანგეთში, ,,ამიენის” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. 2021 წლიდან გომესი ,,ამიენის” ძირითად გუნდში გადაიყვანეს, სადაც ორი სეზონი გაატარა.
ლაშა თაბაგარი