თბილისის “დინამოს” რიგებს ლუკა ლაკვეხელიანი შეემატა. 24 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 1+2 სისტემით გააფორმა.
ლაკვეხელიანი კარიერა თბილისის “საბურთალოში” დაიწყო და საქართველოს ჩემპიონატის გარდა, დავით ყიფიანის სახელობის თასი, ასევე სუპერთასი მოიგო. ის 2020 წლიდან უნგრული “მეზიოკოვეშდის” ღირსებას იცავდა.




