ზივზივაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში შედგა

0
45

ბუდუ ზივზივაძის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შედგა. 23-ე ტურში „კარლსრუემ“, რომელსაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ზამთარში შეურთდა, სტუმრად როსტოკის „ჰანზა“ 2:0 დაამარცხა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. ის მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა ალექსაანდრე იაშვილის შემდეგ, რომელმაც „კარლსრუეში“ ითამაშა. მან კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. სტუმრებიდან მე-16 წუთზე ანგარიში ვანიტცეკმა გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა, ხოლო 25-ე წუთზე ნებელმა მეორე გოლი გაიტანა.
„კარლსრუე“ 31 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.