სიმეონემ ლეგენდარული არაგონესის მიღწევა გააუმჯობესა

0
36

დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენია.
ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდელებმა შინ „სევილია“ გაანადგურეს და განვლილი შეხვედრა არგენტინელი სპეციალისტისთვის 613-ე აღმოჩნდა. მან ლეგენდარული ლუის არაგონესის მიღწევა გააუმჯობესა.
გარდა ამისა, 25 თებერვალს სიმეონე ესპანეთის ჩემპიონატში ერთი გუნდის თავკაცის რანგში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.
ის „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან ხელმძღვანელობს.
მან მადრიდელებს ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, ერთხელს ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ევროპა ლიგა და ორჯერ უეფას ევროპის სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკომ“ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და დამარცხდა.