მბაპე პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

0
65

კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში პარიზელებმა „ნანტი“ მიიღეს და 4:2 გაიმარჯვეს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გამოიჩინა და პსჟ-ს მაისურით 201-ე გოლი ჩაიწერა. მან ურუგვაელ ედინსონ კავანის რეკორდი გააუმჯობესა.
24 წლის მბაპემ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში მეტოქეები 30-ჯერ დაამწუხრა. ის 18 ბურთით ლიგა 1-ის საუკეთესო გოლეადორია.