ბათუმელები „საბურთალოს“ ძლევით გალიდერდნენ

0
49

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურმა სტარტი ბათუმში აიღო, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ უკვე გულშემატკივრების თანდასწრებით თბილისის „საბურთალოს“ სძლია. განვლილ შეხვედრაში ბათუმელთა სასტარტოში დებიუტი საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველ გურამ გიორბელიძეს ჰქონდა, რომელიც პოლონეთის „ზაგლებიემ“ შავიზღვისპირელებში 6 თვით გაანაათხოვრა.
მატჩის 32-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ მარცხენა ფლანგიდან „ჯარიმა“ შეასრულა და პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ შოთა ნონიკაშვილს გაუკეთა, როლის თავური გიორგი რეხვიაშვილნა ცუდად მოიგერია და „საბურთალოს“ ნახევარმცველმა უკვე ფეხით დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
შესვენებაზე ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თამაშში გიორგი ზარიას ნაცვლად ირაკლი ბიძინაშვილი ჩართო და ეს ცვლილება გადამწყვეტი აღმოჩნდა.
49-ე წუთზე ბიძინაშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და თორნიკე მეგრელიშვილის ცუდად მოგერიებულ ბურთს ასევე ცვლილებაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ ახლო მანძილიდან დაამატა – 1:1.
56-ე წუთზე ბიძინაშვილი თანაგუნდელს პასს აძლევდა, მაგრამ ბაქარ ქარდავასგან ბურთი ისევ მას მიუვიდა, რის შემდეგ ორ საბურთალოელეს გაექცა და საჯარიმოში შეჭრილმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 2:1.
მე-60 წუთზე პაატა ღუდუშაურმა კუთხური ჩააწოდა და თბილისელთა კაპიტან გიორგი ჯგერენაიას თავიდან ბურთი შორეულ კუთხესთან მდგომ ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაზარდა – 1:3.
„დინამო“ ორ ტურში აღებული 6 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდა.