გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი დონეცკის „შახტარში“ შედგა. უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში დონეცკელები ლვოვში „მინაის“ შეხვდნენ და ნომინალურმა სტუმრებმა 4:1 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ხუთივე გოლი გატანილი იყო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
22 წლის გოჩოლეიშვილი „შახტარში“ გასული წლის დეკემბერში თბილისის „საბურთალოდან“ გადავიდა. „შახტარი“ 33 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „დნიპრო 1“-ს 2 ქულით ჩამორჩება.





