ქავთარაძე სათამაშოდ ყაზახეთში წავიდა

0
25

ბექა ქავთარაძე კარიერას ყაზახეთის რანგის მეორე ლიგის „ელიმაიში“ გააგრძელებს, რის შესახებ ნახსენები კლუბის პრესსამსახური იუწყება.
23 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „თელავში“ გაატარა, რომელშიც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 13-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
„თელავამდე“ ახალგაზრდა ფეხბურთელი 35-ე სკოლაში, თბილისის „დინამოში“, „რუსთავში“, „საბურთალოში“, რუსეთის რანგით მეორე ლიგის „ნიჟნი ნოვგოროდში“ და ვოლგოგრადის „როტორში“ გამოდიოდა.