“ვალენსიამ”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ 5 მატჩის წაგების შემდეგ, როგორც იქნა მოიგო.
“ღამურების” მთავარ მწვრთნელ რუბენ ბარახასთვის, რომელიც კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად მიიჩნევა, “მესტალიაზე” დაბრუნება იღბლიანი აღმოჩნდა.
“ვალენსიამ” გათამაშების ცრილში მე-3 ადგილზე მყოფი “რეალ სოსიედადი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და მართალია, მის კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში დამაჯერებლად გაისარჯა.
“ვალენსიამ” ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანა, როდესაც კონტრშეტევის დროს ბრაზილიელი სამუელ ლინო მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ, სუბელდია ბურთი თავის კარში ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ “რეალ სოსიედადის” კარში ავტოგოლი მიჯრით მეორე შეხვედრაში გავიდა.
“ვალენსია” 23 ქულით 30-გუნდიან ლა ლიგაში მე-17 ადგილზეა. ცნობისთვის, “რეალ სოსედადტან” შეხცედრამდე “ღამურებმა” ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ქულა აიღეს.

ლაშა თაბაგარი




