გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მე-12 გოლი გაიტანა. 25-ე ტურში “მეცმა”, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, “ნიმი” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარი 29-ე წუთზე აიღო. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 23 შეხვედრაში მეტოქეები 12-ჯერ დაამწუხრა და “სენტ-ეტიენის” ფორვარდ კრასოსთან ერთად ბომბარდირებში ლიდერობს.
22 წლის ქართველი ძირითადი დროსთვის დამატებულმე-3 წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან მეორე გოლი თავის აანგარიშზე 67-ე წუთზე მაზიზმა ჩაიწერა.
“მეცი” 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და მეორეადგილოსან “სოშოს” 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან “ბორდოს” ქულით. ლიდერი 52 ქულით “ლე ავრია”.’
ლაშა თაბაგარი




