23 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს, მათ შორის სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცების შესახებ.
აღმასკომმა უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები:
კახა ჭუმბურიძე – პირველი ვიცე-პრეზიდენტი
ალექსანდრე იაშვილი – ვიცე-პრეზიდენტი
აკაკი ალადაშვილი – ვიცე-პრეზიდენტი
ნიკოლოზ ჯღარკავა – ვიცე-პრეზიდენტი
ამასთან, აღმასრულებელმა კომიტეტმა 2023 წლის საშეჯიბრო დებულება დაამტკიცა.



