ანტონიო კონტეს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემს“ სტაბილურობა აკლია. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „მილანთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„მიმდინარე სეზონში სტაბილურობა გვაკლია. ამის შესახებ ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები. ყოველ მატჩზე კონცენტრირება რთულია. მუდმივად ზეწოლის ქვეშ თამაი ზოგიერთი ფეხბურთელისთვის კარგია, ხოლო სხვებისთვის – ცუდი. ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ.
გვსურს ჩვენ მოთამაშეებს უფრო მყარი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდეთ, მაგრამ არსებობს ფაქტორები რომლებსაც ვერ გავაკონტროლებთ., მაგალითად მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ტრავმები. როდესაც მნიშვნელოვან მიზანს ისახავ, სტაბილურობა აუცილებელია. ჩვენ აღმაფრენა და ჩავარდნა არ უნდა გვქონდეს. აქ ყოველ თამაშზე კონცენტრირება რთულია. ამის შეცვლა მინდა“ – იუწყება კონტეს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.





