„მეცმა“ „კაენს“ ვერ მოუგო – მიქაუტაძეს გოლი გაუუქმეს

0
22

„მეცმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურის ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე „კაენს“ ვერ მოუგო. არადა, მასპინძლების სამი ქულის აღების რეალური შანსი ექნებოდათ მსაჯს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის მიერ გატანილი გოლი რომ არ გაექმებინა.
შეხვედრის მე-8 წუთზე „მეცმა“ რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშა და მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელსი ჩაწოდების შემდეგ მიქაუტაძემ ბურთი კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა ქართველზე საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „მეცი“ 37 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.