ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი კარლუშ კეირუში კატარის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. ამის შესახებ კატარის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.
69 წლის კეირუშმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მან ეპანელი ფელიქს სანჩესი შეცვალა.
კეირუში სანაკრებო დონეზე 1998-1999 წლებში არაბეთის გაერთიანებულ საამირეობს, 2000-2002 წლებში სამხრეთ აფრიკას, 2011-2019 და 2022 წლებში ირანს 1991-1993 და 2008-2010 წლებში პორტუგალიას, 2019-2020 წლებში კოლუმბიას, ხოლო 2021-2022 წლებში ეგვიპტეს ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით ირანელებმა მსოფლიო 2014, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატზე ითამაშეს, მაგრამ ჯგუფიდან ვერცერთხელ გავიდნენ.
კეირუშის ყველა დიდი მიღწევა ირანელებთან ერთად 2019 წელს აზიის თასზე მესამე ადგილზე გასვლაა.
ის საკლუბო დონეზე 1994-1996 წლებში ლისაბონის „სპორტინგს“, ხოლო 2003-2004 წლებში მადრიდის „რეალს“ უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი





