„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპანეთის თასიდან გავარდა. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი 1/4-ფინალში შინ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შუეცვლელად ითამაშა და გუნდის მარცხში მისი წვლილი ყველაზე ნაკლებია. „ვალენსიას“ დაცვის ხაზმა ამჯერადაც უამრავი შეცდომა დაუშვა და სტუმრებმა ამით კარგად ისარგებლეს.
35-ე წუთზე მასპინძლებმა თავისი ნახევრიდან ბურთი უხეიროდ ამოიტანეს და საბოლოოდ დაკარგეს, რასაც ბასკების შეტევა მოჰყვა და მეტოქის საჯარიმოში მყოფ ინაკი ვილიამსის თავით გაკეთებული პასის მერე, იკერ მუნიაინმა ახლოა მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა – 0:1.
43-ე წუთზე „ვალენსიას“ იერიშში ცენტრალური მცველი დიაჰაბი ჩაერთო, რომლის გადაცემის შემდეგ დე მარკოსმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში „ვალენსიას“ უკანა ხაზი ისევ ცუდად გაისარჯა და ინაკი ვილიამსის პასი მისმა ძმა ნიკო ვილიამსმა გამოიყენა.
74-ე წუთზე ოზკაჩარი თავის საჯარიმოში ბილბაოელ ფეხბურთელს ეუხეშა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც მიკელ ვესგამ გამოიყენა – 1:3.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ გასულ სეზონში ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში „ბეტისთან“ დამარცხდა.
“ატლეტიკი” ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.
