ფრენკ ლამპარდი „ევერტონიდან“ გაუშვეს

0
26

ლივერპულის „ევერტონის“ ხელმძღვანელებმა დღეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრენკ ლამპარდი დაითხოვეს. ამის შესახებ Sky Sports იუწყება.
ლამპარდი „ევერტონს“ 2022 წლის 31 იანვრიდან წვრთნის. ლივერპულელები 15 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზე არიან. მიმდინარე სეზონში „ევეტონმა“ 3 თამაში მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 11 წააგო. ბოლოს ლამპარდის გაწვრთნილებმა შარშან 22 ოქტომბერს გაიმარჯვეს, როცა „კრისტალ პალასს“ სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მას მერე გუნდმა 10 შეხვედრიდან 8 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კარიერის დასრულების შემდეგ, “ევერტონამდე” “დერბი ქაუნთის” და “ჩელსის” ავარჯიშებდა.