“ტორპედოს” ბრაზილიელი ნახევარმცველი შეუერთდა

0
33

ქუთაისის “ტორპედომ” ბრაზილიელი ნახევარმცველი კაიკე დავიდ პერეირა დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა.
კაიკე დავიდი გასულ წელს ბრაზილის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდ “ფლამენგოში” ირიცხებოდა, რომლის რიგებში სერია A-ში 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო კარიოკას (რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი) ასევე 2-ჯერ ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ქუთაისის “ტორპედო” შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ბულგარეთის სოფიის “ცსკა 1948”-სთან ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.