ბათუმელებმა შეკრებაზე პირველი ამხანაგური წააგეს

0
21

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგურ მატჩი პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ ლოძის „ვიძევთან“ ჩაატარა და 2:4 წააგო.
გია გეგუჩაძის გუნდიდან მეტოქის კარი ირაკლი ბიძინაშვილმა და გიორგი მამუჩაშვილმა აიღეს.
განვლილ შეხვედრაში ბათუმელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
პირველი ტაიმი: ტკაჩენკო, რეხვიაშვილი, ქაფიანიძე, ჩაბრაძე, ჰაიდინი, ფოცხვერია, ზარია, იაკობსენი, კვერნაძე, ღუდუშაური, კაპანაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ხარატიშვილი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ბაგრატიონი, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი, ხარებავა, ფლამარიონი, ბიძინაშვილი, ვაწაძე.