„შუქურას“ სოსიაშვილი გაუძღვება

0
23

ქობულეთის „შუქურას“ უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის. 33 წლის სპეციალისტმა მიმდინარე კვირაში გუნდიდან დათხოვნილი რევაზ გოცირიძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გასულ წელს ქობულეთელები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ.
სოსიაშვილმა 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე ბოლნისის „სიონში“ იმუშავა. ის ასევე კარიერის განმავლობაში „სამტრედიას“, თბილისის „დინამო 2“-ს, გორის „დილას“, „რუსთავს“ და „სამგურალს“ ავარჯშებდა.
მან „დილას“ 2015 წელს არსებობის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად საქართველოს უმაღლესი ლიგა მოაგებინა. სოსიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი გააჩემპიონა – ამ წარმატებას 26 წლის ასაკში მიაღწია.