გეგუჩაძემ ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
14

გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. 57 წლის სპეციალისტი ბათუმელებს 2018 წლის იანვრიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
გეგუჩაძემ ბათუმელებს არსებობის ისტორიაში პირველად 2021 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ შარშან საქართველოს სუპერთასი მოიგო.
გარდა ამისა, გეგუჩაძის გაწვრთნილმა შავიზღვისპირელებმა 2019, 2020 და 2022 წლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვერცხლის მედლები მოიპოვეს.