“შუქურა” შესაძლოა დაიშალოს

0
20

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის „შუქურა“ შესაძლოა დაიშალოს. არც ფეხბურთელებს და არც კლუბის პერსონალს თითქმის სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღია და შეკრებაზეც უარს აცხადებს.
კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა დირექტორმა ირაკლი ბერიძემ.
20 იანვარს ქობულეთის მერიასთან „შუქურას“ ფეხბურთელები, კლუბის ყოფილი დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენები შეიკრიბნენ, რომლებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ და კლუბში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ, რომელიც მათ თანადგომას დაჰპირდა.
„შუქურას“ პირველი მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში 25 თებერვალს აქვს, თუ გუნდი ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას, არ არის გამორიცხული, კლუბი რეგიონალ ლიგაში დააქვეითონ.