მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონადან“ თავდამსხმელი მემფის დეპაი შეიძინა. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბარსეკინა“ 3-დან 4 მილიონ ევრომდე მიიღებს. დეპაის კატალონიელებთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა. ის „ბარსაში“ 2021 წელს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
დეპაუმ კატარში გამართულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში 5-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
