ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი ავთო ებრალიძე გამოდიან, კვიპროსის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალშო ფამაგუსტელებმა „პარალიმნი“ მიიღეს და მატჩის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა.
პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ქართველმა ლეგიონერმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. ლორიამ, რომელმაც გუნდს უკაპიტნა, „პარალიმნის“ ფეხბურთელის დარტყმული მოიგერია, ხოლო ებრალიძემ, რომელი თამაშში 38-ე წუთზე ჩაერთო თავისი შანსი გამოიყენა. საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ მეტოქე 4:3 დაამარცხა.
