მამარდაშვილი ესპანეთის თასის 1/4-ფინალშია

0
45

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალი გავიდა. იტალიელი ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი 1/8-ფინალში სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდა და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვალენსიელებმა მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.
მე-10 წუთზე მასპინძლების კარი ედისონ კავანიმ აიღო, ხოლო 21-ე წუთზე თავი ჯასტინ კლუივერტმა გამოიჩინა. 39-ე წუთზე კავანიმ დუბლი შეასრულა. ის პორტუგალიელი გონსალო გედეშის შემდეგ “ვალენსიასს” ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც თასზე დუბლი მიითვალა. 64-ე წუთზე ხიხონელთა კარი სამუელ ლინომ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ვალენსია“ ესპაანეთის თასის ფინალში გავიდა და პენალტების სერიაში სევილიას „ბეტისთან“ დამარცხდა.