“საბურთალომ” წლის პირველ ამხანაგურში “ვიტ ჯორჯიას” სძლია -ნეჩაევი სინჯებზე

0
25

“საბურთალომ” ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისელები თანაქალაქელ “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდნენ, რომელიც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-დან გავარდნას პლეი-აუტში გადაურჩა.
“საბურთალომ” მეტოქე 3:2 დაამარცხა. თეთრაძის გუნდიდან დუბლი ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი მცველმა გიორგი ჯგერენაიამ გაიტანა.
“საბურთალოში“ ითამაშა ბელარუსმა მეკარე ალექსანდრ ნეჩაევმა, რომელიც სინჯებზეა. 28 წლის კიპერი ბოლოს აზერბაიჯანულ „საბახში“ თამაშობდა. ნეჩაევი იყო ბელარუსის 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებების მეკარე.
„საბურთალო“: ნეჩაევი, კაპანაძე, გელაშვილი, ჯგერენაია, მამაცაშვილი, ქარდავა, პარუნაშვილი, ციცქიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, გოშთელიანი.
მე-2 ტაიმში: ლეჟავა, ამბროსიძე, გელაშვილი, ჩადუნელი, ს. გულიაშვილი, ო. მამაგეიშვილი, ასკურავა, ციცქიშვილი (მამაცაშვილი), დადიანი, ტაბატაძე (ლ. ნონიკაშვილი), სიხარულიძე