„დინამომ“ შეკრებაზე პლოვდივის „ლოკომოტივი“ დაამარცხა

0
21

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი ბულგარეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ პლოვდივის „ლოკომოტივთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 71-ე წუთზე „დინამომ“ ძალიან კარგი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან იმრანის ზუსტი დარტყმით დასრულდა – ბულგარელთა მეკარემ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.
88-ე წუთზე თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და „ლოკომოტივის“ საჯარიმოში ბურთი თორნიკე კირკიტაძეს მიუვიდა, რომლის გადაცემის შემდეგ საბა ხვადაგიანმა თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეკრებაზე პირველი სპარინგი უკრაინის პრემიერ ლიგის „დნიპრო 1“-თან 3:3 დაასრულა.
„დინამომ“ პლოვდიველებთან ამხანაგური ასეთი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარა:
კუტალაძე, მალი, მექვაბიშვილი, ტაბიძე, ოსეი, კობოური, პარკაძე, კამარა, ლაცაბიძე, მარუშიჩი, სხირტლაძე (კ).
მეორე ტაიმი: მაქაცარია (კერესელიძე 60), კალანდაძე, ხვადაგიანი, ულად ომარი, ოსიყმაშვილი, გონსალვესი, უგრეხელიძე, მაისურაძე, სიგუა, ოდიშარია (კირკიტაძე 60), იობაშვილი (ბილენკი 60).