„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყველა ასპექტში კარგი ფეხბურთელია.
მან ამის შესახებ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში შინ ტურინის „იუვენტუსთან“ 5:1 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
„კვარაცხელიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ტექნიკა აქვს. მას გოლის გრძნობა აქვს და ყოველთვის არაორდინალურ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მეტოქეთა მეკარეებს საქმეს ურთულებს. ის ყველა ასპექტში კარგია“ – იუწყება იტალიური პრესა სპალეტის ნათქვამს.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, პლუს 3 პენალტი „გამოიმუშავა“.



