„გარეჯმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლევან პაპავა დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელმა შარშან „სპაერში“ 27 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
„გარეჯი“ კრისსტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლას გეგმავს და პაპავას გარდა კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მიიწვია – მცველი ნიკა აფაქიძე, ასევე ნახევარმცველები გიორგი ვეკუა, პაპუნა ფონიავა და ბექა გაბიკირა.
გარდა ამისა, „გარეჯმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი ლატვიის უმაღლსი ლიგის კლუბ „ლიეპაიასთან“ გააფორმა, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა. „ლიეპაია“ ვალდებულებას იღებს, რომ „გარეჯიდან“ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები აიყვანოს და მათ ევროპაში გზა გაუხსნას.




