ჭელიძეს “სამგურალში” ხომერიკი და მახარაძე დაეხმარებიან

0
25
წყალტუბოს ,,სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭელიძის ასისტენტებად  ლევან ხომერიკი და ივანე მახარაძე დაინიშნენ. გასულ სეზონში ისინი გიორგი ჭელიძის თანაშემწეებად ,,თელავის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდნენ.
ლევან ხომერიკსა და ივანე მახარაძეს მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც აქვთ. ხომერიკი წლების წინ ბათუმის ,,დინამოს“ ავარჯიშებდა. შემდეგ კი მახარაძესთან ერთად ლანჩხუთის ,,გურიას“ წვრთნიდა.
გიორგი ჭელიძის სამწვრთნელო შტაბში, მწვრთნელ-ანალიტიკოსად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ნერგაძე დაინიშნა. წინა სეზონში ნერგაძე ,,სამგურალი“-2 ის მთავარი მწვრთნელი იყო.
მეკარეების მწვრთნელად ლევან აბაშიძე რჩება, ,,სამგურალის“ ფიზმომზადებაზე კვლავ ოთარ საბანაძე იზრუნებს, რომელიც გუნდში 2020 წლიდან მუშაობს.