გიორგი ლორიამ მიმდინარე სეზონში მეორე თერთმეტმეტრიანი მოიგერია. კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ფამაგუსტელებმა ლარნაკას აეკ-ი მიიღეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
21-ე წუთზე მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ადამ დურსკომ შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი უკუაგდო. მან ამ სეზონში პირველი თერთმეტმეტრიანი აპოელთან შეხვედრაში მოიგერია.
ლორიას მსგავსად „ანორთოსისის“ სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველი ავთო ებრალიძე იყო, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს.
ფამაგუსეტელებს 19 ქულა აქვთ და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე არიან.




