დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება

0
28

დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში 2026 წლამდე დარჩება. მან ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა,
„მსურს რაღაც გაცნობოთ, რაც უდიდეს სიამოვნებას მგვრის – ჩემი კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივება გადაწყვეტილია.
ყოველი დიდი შეჯიბრების შემდეგ მოსაფიქრებლად ცოტა დრო მჭირდება. ცოტა ეჭვიც რომ შემპარვოდა, მაშინ დღეს აქ არ ვიქნებოდი.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდი. ძალიან მნიშვნელოვანი ნდობის ნიშანია, რომ კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გვაქვს. ჩემი აზრით, საქმე ის არაა, რომ უბრალოდ მუშაობა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდი საქმეები გველოდება“ – განაცხადა დეშამმა კონტრაქტისს გახანგრძლივების შემდეგ.
54 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლის ივლისიდან მუშაობს. განვლილ პერიოდში ფრანგებმა მსოფლიო ჩემპიონატი (2018) და ერთ ლიგა (2021) მოიგეს, ხოლო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიო 2022 წლის პირველობაზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.